ლევან ხაბეიშვილი - კარცერში ვარ, საცდელი ვირთხასავით ვარ, ფსიქოლოგიური ზეწოლაა, რომ ცას უნდა უყურო ე.წ. კლეტკებით, მაგრამ შევეჩვიე დილეგში ყოფნას და იმ ხალხთან, რომელმაც მოსახლეობა მოწამლა, სათხოვარი არაფერი მაქვს!

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ადვოკატებს მიმართავს, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადახედვის შუამდგომლობა „არც ერთ ეტაპზე არ დააყენონ“.

როგორც ხაბეიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, „იმ ხალხთან, რომელმაც ქიმიური იარაღით მოწამლა მოსახლეობა, სათხოვარი არაფერი აქვს“.

მისივე თქმით, ის კარცერში, დილეგში ყოფნას „მიეჩვია“.

„იმ ხალხთან, რომელმაც ქიმიური იარაღით, როგორც ჩერნობილში, ისე მოწამლა მოსახლეობა, ორსულები, მცირეწლოვანები, სათხოვარი არაფერი მაქვს, თქვენი ჭირიმე, შემიცვალეთ აღკვეთი-მეთქი.

კარცერში ვარ, საცდელი ვირთხასავით ვარ. სამ თვეში ერთხელ შემიძლია შვილების ნახვა და ეს არის ამათი ჰუმანურობა. მცირეწლოვან შვილებს ვერ ვნახულობ, მამა რომ სჭირდებათ. ოთხ თვეში ერთხელ ვნახულობ სპეციალური ნებართვით.

განაჩენი უკვე გამოტანილია. მამუკა მდინარაძემ უკვე გამოიტანა განაჩენი და დამტოვებენ პატიმრობაში. ამიტომ მინდა ვუთხრა, ადვოკატებს, რომ შევეჩვიე კარცერში, დილეგში ყოფნას. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა - ცას უნდა უყურო ე.წ. კლეტკებით! მე საერთოდ არ მაინტერესებს ამ ქიმიურ “ტროიკასთან”: კობახიძე- მდინარაძე- ივანიშვილთან შესვლა”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალზეც ისაუბრა.

"რაც შეეხება ბრალს, ჩემი შეთავაზება გდდ-სთვის, პედაგოგისთვის თუ ქრთამია მაშინ, 2018 წელს ივანიშვილმა ხალხს მისი ფონდიდან ვალები გადაუხადა და ქრთამი ეგ არის. დამხობის შესახებ მეორე ბრალდება - არ ვიცი, სიტყვის გამო შეიძლება ციხეში ვიყო? “მშვიდობიანი დამხობა” იყო მშვიდობიანი აქციის სლოგანი. თქვენ ფიქრობთ, რომ მართლა ვინმეს „პანჩური“ უნდა ამოვარტყათ? აქ საუბარი იყო ივანიშვილის მშვიდობიან დამხობაზე და არა ხელისუფლების. ერთი წინადადება არ არსებობს ჩემი ძალადობრივი მოწოდების შესახებ”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი