კახა კალაძე - 30-მა კაცმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს სხვის უფლებებს - რადიკალური ძალადობრივი დაჯგუფება, რომელიც უმცირესობაშია, საკუთარი ძალადობრივი ქმედებებით დიდ პრობლემას უქმნის მოსახლეობას და ეს დარეგულირებული უნდა იყოს

30-მა კაცმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს სხვის უფლებებს. რადიკალური ძალადობრივი დაჯგუფება, რომელიც დღეს საბედნიეროდ უმცირესობაშია, საკუთარი ძალადობრივი ქმედებებით ძალიან დიდ პრობლემას უქმნის მოსახლეობას და ეს დარეგულირებული უნდა იყოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ხელისუფლებას აღნიშნული საკითხისადმი იგივე დამოკიდებულება ექნება, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია.

„არსებობს გარკვეული ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც დღეს უმცირესობაშია და თავიანთი ქმედებებით დიდ უხერხულობას უქმნის მოსახლეობის უმრავლესობას. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რაც დაცულია ჩვენს ქვეყანაში, მნიშვნელოვანია, მაგრამ პირობითად, 30-მა კაცმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს სხვის უფლებებს. რადიკალური ძალადობრივი დაჯგუფება, რომელიც დღეს საბედნიეროდ უმცირესობაშია, საკუთარი ძალადობრივი ქმედებებით ძალიან დიდი პრობლემას უქმნის მოსახლეობას და ეს დარეგულირებული უნდა იყოს.

მაგალითებიც შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუ როგორ ხდებოდა მიზანმიმართულად ქუჩების გადაკეტვა და დაბრკოლებების შექმნა. ყველას უფლება უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა