კახა კალაძე - როგორ შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებული დაარქვა საქმეს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ და ამაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ კამპანია?! - ყველას მოუწევს თავის ჩადენილ დანაშაულს კანონის ფარგლებში გასცეს პასუხი

როგორ შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებული დაარქვა საქმეს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ და ამაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ კამპანია?! - ცხადია, ყველას მოუწევს თავის ჩადენილ დანაშაულს კანონის ფარგლებში გასცეს პასუხი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესებისა და ამ მოვლენებზე დასავლეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დასავლეთი ხელს უწყობდა ამ ყველაფერს, რომ ამ ფორმით წარმართულიყო მოვლენები.

„როგორ შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებული დაარქვა საქმეს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ და ამაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ კამპანია?! ისინი განცხადებებს აკეთებდნენ დამხობაზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე და შემდეგ ამის აღსრულება დაიწყეს. უბრალოდ შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედეს და ეს ძალადობრივი ქმედებები აღკვეთეს. ცხადია, ყველას მოუწევს თავის ჩადენილ დანაშაულს კანონის ფარგლებში გასცეს პასუხი.

დასავლეთი ხომ ხელს უწყობდა ამ ყველაფერს, რომ ამ ფორმით წარმართულიყო მოვლენები. ყველაფერი მათი დაფინანსებით ხდებოდა, მათ შორის იმ ძალების წახალისება, რომლებიც ძალადობრივ დაჯგუფებებს წარმოადგენენ. მე არც მიკვირს ის განცხადებები, რასაც საქართველოსთან მიმართებაში ვისმენთ, თუნდაც აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან ამ დაჯგუფებების სათავეში არაფორმალური გარე ძალები არიან. არაფორმალური მმართველობა თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა. ამაზე უკვე ღიად დაიწყეს საუბარი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა