ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 - დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა, ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, პროკურორებმა ოლღა მერებაშვილმა და პაატა ცეცხლაძემ, კოორდინატორმა მაია უსტალიშვილმა სტუდენტებს და ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ფემიციდის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულებზე პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრის ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ისაუბრეს.

„შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები გამოთქვეს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე და ისაუბრეს ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. პროკურორებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება