პოლონეთის გენშტაბი - უკრაინისთვის MiG-29-ის გამანადგურებლების გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება

პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინასთან MiG-29 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის საკითხს განიხილავენ.

პოლონეთის გენერალური შტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ გამანადგურებლების უკრაინისთვის პოტენციური გადაცემა განპირობებულია ექსპლუატაციის ვადის ამოწურვასთან და იმასთან, რომ მათ პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში შემდგომი მოდერნიზაციის პერსპექტივა არ აქვთ.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

„გამანადგურებლების გადაცემა მოკავშირეების პოლიტიკის ნაწილი იქნება, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. MiG-29 თვითმფრინავების ამოცანებს, რომელთა ექსპლუატაციიდან ამოღებაც მიმდინარეობს, F-16 და FA-50 თვითმფრინავები შეასრულებენ“, - აცხადებენ პოლონეთის გენერალურ შტაბში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს თვითმფრინავების გადაცემაზე პოლონეთისთვის გარკვეული უპილოტო საფრენი აპარატებისა და სარაკეტო ტექნოლოგიების მიწოდების სანაცვლოდ.

„მიზანი არა მხოლოდ აღჭურვილობის კომპენსაციაა, არამედ უპირველეს ყოვლისა, ახალი თავდაცვითი და სამრეწველო შესაძლებლობების შეძენა და ერთობლივი განვითარება“, - აცხადებენ პოლონეთის გენერალურ შტაბში.

გასულ შემოდგომაზე უკრაინულმა მხარემ არაერთხელ მოუწოდა პოლონეთს, საბჭოთა პერიოდის MiG-29 ტიპის გამანადგურებლები გადაეცა, თუმცა ვარშავა უარს აცხადებდა, რადგან, მათი განმარტებით, ამას, შესაძლოა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა შეესუსტებინა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!