ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებმა შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“ დაათვალიერეს

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების მექანიზმების“ კურსის მონაწილეები შპს „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, თბოსადგურის წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებს თბოსადგურის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.

„მონაწილეებმა დაათვალიერეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული თბოსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში 2020 წელს შევიდა.

კომბინირებული ციკლის თბოსადგური უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროსისტემის საიმედოობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება მდინარეებში წყლის ნაკლებობის გამო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს