„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოსა (GREA) და GRG დეველოპმენტს შორის ექსკლუზიური თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა და 2025 წლის ოქტომბრიდან კომპანიის მიმდინარე პროექტის - „ორიენტირი ლისის“ კომერციულ მიმართულებას GREA ხელმძღვანელობს.

კომპანია „GRG GROUP“ 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, მაგალითად ისეთებს როგორიცაა წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის მშენებლობა, ბათუმის ესტაკადის მშენებლობა და სხვა. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები და საგზაო ტექნიკა. კომპანია GRG-ის პროექტების სანახავად ესტუმრეთ ვებ-გვერდს: https://grgroup.ge/

„ორიენტირი ლისი“ სულ 24 ოჯახზე გათვლილი უბანია ლისის ტბასთან 300 მეტრში, ხოლო ცენტრალური (ლეო კვაჭაძის) ქუჩიდან სულ რაღაც 500 მეტრში, რომელსაც GRG დეველოპმენტი ახორციელებს.

სწორედ დეველოპერი კომპანიის გამოცდილება არის იმის გარანტი, რომ მომავალი მობინადრეები მიწის ნაკვეთს მაღალი ხარისხით შესრულებული და სრულად გამართული კომუნიკაციებითა და ინფრასტრუქტურით ჩაიბარებენ. ჩაბარების პირობები კი გულისხმობს: კეთილმოწყობილ ღობეს და ჭიშკარს, ნაკვეთამდე მიყვანილ ელექტრო ენერგიას, გაზს, წყალს და ცენტრალურ კანალიზაციას, დამონტაჟებულ მრიცხველებს, გარე განათებას, ასფალტირებულ გზასა და ტროტუარებს.

პროექტის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო და 2026 წლის ზაფხულში დასრულდება.

„დამკვეთთან ერთად ჩვენ დავგეგმეთ პროდუქტი და დეტალური შეთავაზება, შევიმუშავეთ გაყიდვებისა და კომუნიკაციის სტრატეგია და დღეს უკვე წარმატებით ვხელმძღვანელობთ „ორიენტირი ლისის“ პროექტს“ - განაცხადა GREA-ს დირექტორმა ნინო აბსანძემ.

„ორიენტირი ლისის“ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.orientiri.ge.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს