სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შინდისში, მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ფიზიკური პირის კუთვნილი ობიექტი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე; არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა ასევე ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა; 200 კგ საქონლის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, რომელიც დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა რეგისტრაციამდე, აღიარებამდე და კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ასევე ზესტაფონში, რუსთაველის 86-ში და ვანში, თავისუფლების 4-ში მდებარე არალეგალურ სასაკლაოებში. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რის გამოც ობიექტები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებში სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. გეგმური ინსპექტირება ტარდება რისკის დონის განსაზღვრის გარეშე, წელიწადში ოთხჯერ. გარდა ამისა, ტარდება არაგეგმური ინსპექტირებაც. მიმდინარე წელს ჩატარებულია 1035 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 80 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი