„საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

შშმ პირების საერთაშორისო დღის ფარგლებში, 3 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში გაიმართა ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონის ვახტანგ ახობაძის სახელობის პარა-მკლავჭიდის ტურნირი, რომლის გენერალური სპონსორიც „საქართველოს ეროვნული ლატარია“ გახლდათ. ღონისძიება მიზნად ისახავს პარასპორტის პოპულარიზაციას, სპორტსმენების მოტივაციის ზრდას და მათი შესაძლებლობების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.

„საქართველოს ეროვნულ ლატარიაში“აცხადებენ, რომ სოციალური პასუხისმგებლობა მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„გახსოვდეთ - ლატარიის თამაშში მონაწილეობით თქვენც უერთდებით ქველმოქმედებას, რადგან ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი სხვადასხვა სოციალური და საზოგადოებრივი პროექტების დაფინანსებაზეა მიმართული“ - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ეროვნული ლატარია“ გთავაზობთ ლოტო 6/42-ს, ლოტო 5/35 ოქროს ბურთსა და და მომენტალურ ლატარიას საქართველოში. კომპანიის ბრენდირებულ ჯიხურებსა და ქსელურ მარკეტებში 8 სახეობის გადასაფხეკი ბილეთის შეძენაა შესაძლებელი. ლოტოს 6/42-ის ნახვა კი რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერშია შესაძლებელი.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს