ირაკლი კობახიძე - 50, 100 ან თუნდაც 150 ადამიანი არ უნდა ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე - როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს

50, 100 ან თუნდაც 150 ადამიანი არ უნდა ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე - როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, „თუ არ გაქვს საკმარისი რაოდენობა, არ შეიძლება პრობლემებს უქმნიდე დანარჩენ მოსახლეობას“.

„აქ მოქმედებს ძალიან მარტივი პრინციპი - 50, 100 ან თუნდაც 150 ადამიანი არ უნდა ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე. თუ არ გაქვს საკმარისი რაოდენობა, შენ არ შეიძლება პრობლემებს უქმნიდე დანარჩენ მოსახლეობას. შესაბამისად, საჭირო იყო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა. არაერთი ცვლილება იქნა შეტანილი ამ პერიოდის განმავლობაში და ახლა შედის კიდევ ერთი ცვლილება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“. მთავარი მიზანია, რომ 50, 100 ან თუნდაც 150 კაცმა არ უნდა შეუქმნას პრობლემები 4 მილიონ ადამიანს. როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ცვლილებების თანახმად, დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან ერთად, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით და საგნებით გადაკეტვა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ