გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - დაფინანსების შემცირების გამო, გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი გადარჩენის რეჟიმშია

დაფინანსების შემცირების გამო, გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი გადარჩენის რეჟიმშია, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა განაცხადა.

„ჩვენი რესურსები მნიშვნელოვნად შემცირებულია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებისთვის დაფინანსება შემცირებულია. გადარჩენის რეჟიმში ვიმყოფებით“, - განაცხადა ვოლკერ თურქმა.

მისი თქმით, წელს ადამიანის უფლებათა ოფისის ბიუჯეტი საჭიროზე 90 მილიონით ნაკლებია, რამაც 300 სამუშაო ადგილის გაუქმება გამოიწვია.

„აუცილებელი სამუშაოები გაუქმდა, მათ შორის, კოლუმბიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მიანმარში, ტუნისსა და სხვა ქვეყნებში. ამ ყველაფერს ადამიანის უფლებების დაცვის სამუშაოებზე საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე დიდი გავლენა აქვს“, - აღნიშნა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!