ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის აქციაზე - დაანონსებული იყო დამხობის აქცია, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნნენ დამხობის აქციას

დაანონსებული იყო დამხობის აქცია, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნნენ დამხობის აქციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, 4 ოქტომბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესის შესახებ კომენტირებისას განახადა.

პრემიერის თქმით, როდესაც დამხობის აქციას აანონსებ, ყველაფერი არის დღესავით ნათელი.

„დაანონსებული იყო დამხობის აქცია. დამხობას არ აქვს ორი ინტერპრეტაცია - დამხობა არის დამხობა. პირდაპირ იყო მოწოდება დამხობისკენ და ამ აქციაზე მივიდნენ ადამიანები, კონკრეტული მიზნით, მათ შორის იყვნენ სამი პარტიის წარმომადგენლები, ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნნენ დამხობის აქციას. ყველაფერი დღესავით ნათელია, აქ სხვა საუბრები არის აბსოლუტურად უსუსური და არგუმენტს მოკლებული. დამხობის აქციას როდესაც აანონსებ, ყველაფერი არის დღესავით ნათელი“, - განაცხადა პრემიერმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა