მოსამართლემ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების პროცესები, იანვრის ბოლომდე, ყველა ხუთშაბათ დღეს ჩანიშნა - იქამდე მურთაზ ზოდელავამ აღნიშნა, რომ „ხუთშაბათს ბანაობის დღე“ აქვთ

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის - ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის სასამართლო პროცესები, იანვრის ბოლომდე, ყოველ ხუთშაბათ დღეს ჩანიშნა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესების ხუთშაბათ დღეს ჩანიშვნაზე მსჯელობისას, პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ აღნიშნა: „ხუთშაბათი ბანაობის დღეა“.

ზოდელავას ამ განმარტების მიუხედავად, მოსამართლემ აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა.

დღეს საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას არ ესწრებოდა ორი ბრალდებული: ირაკლი შაიშმელაშვილი და პაატა ბურჭულაძე.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა