სალომე ზურაბიშვილი - ეს იყო სამარცხვინო წელი მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას და ცდილობს, რომ ეს ქვეყანა დაამსგავსოს ყველა თავისი მახასიათებლით რუსულ, ტოტალიტარულ რეჟიმს

ეს წელი იყო სისტემური რეპრესიების, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევისა და შევიწროების წელი. ეს იყო სამარცხვინო წელი მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას და ცდილობს, რომ ეს ქვეყანა დაამსგავსოს ყველა თავისი მახასიათებლით ტიპურ, რუსულ, ტოტალიტარულ რეჟიმს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება ასრულებს ამ საშინელი წლის სურათს“.

„დღეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. 59 სინდისის პატიმარს დაეკისრა არამხოლოდ უსამართლო წინასწარი პატიმრობის 9 თვე, არამედ შემდეგ სასჯელი, რომელიც 2 წლიდან 6 წლამდე ითვლის. გარდა ამ სინდისის პატიმრებისა, პრაქტიკულად პროევროპული პარტიის ლიდერების 80% არის ციხეში, რასაც დაემატნენ 4 ოქტომბრის შემდეგ დაპატიმრებული ადამიანები. 1200 საჯარო მოხელე გათავისუფლდა სამსახურიდან ძირითადად იმიტომ, რომ ხელი მოაწერეს ან „ფეისბუკ“ პოსტებით მხარი დაუჭირეს ევროინტეგრაციას. 400 - მა ჟურნალისტმა განიცადა ძალადობა ამ დემონსტრაციების დროს, სადაც იყვნენ მისული, იმიტომ, რომ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა შეესრულებინათ. 20 რეგიონული და ონლაინმედია დაიხურა ამ 1 წლის განმავლობაში. ჯარიმებით ადამიანები არიან პრაქტიკულად დახრჩობილები. ეს ჯარიმები ითვლება ათასობით და ათიათასობით ლარით. სრულიად შეუძლებელია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ამ ჯარიმების ოდენობის გაზრდა. ეს წელი იყო სისტემური რეპრესიების, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევისა და შევიწროების წელი. ძალადობის, დაჭერების, ადამიანის ღირსების შელახვის, უსამართლობის წელი. მოწამვლის შესახებ დადგენილი ფაქტები ჯერ კიდევ გვჭირდება, თუმცა ესეც ასრულებს ამ საშინელი წლის სურათს. ეს იყო სამარცხვინო წელი მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას და ცდილობს, რომ ეს ქვეყანა დაამსგავსოს ყველა თავისი მახასიათებლით ტიპურ, რუსულ, ტოტალიტარულ რეჟიმს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა