კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება

ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება. თანხმობას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.

„თანხმობა ვენახის გაშენებაზე“ - ეს ცნება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში შემოდის, რაც თავის მხრივ, გულისხმობს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ფიზიკური ან იურიდიულ პირისთვის სამეწარმეო ვენახის გაშენების უფლების მიცემას და შესაბამისი დოკუმენტის გაცემას.

ინიციატივა მთავრობამ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს უკვე წარუდგინა. შესაბამისად, კანონის პროექტის მიხედვით, სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე იქნება დაშვებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბრძანებას “სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის განსაზღვრის შესახებ“ 2026 წლის 1-ელ მარტამდე გამოსცემს.

კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულება წარმოეშვება ღვინის ყველა კომპანიას, მათ შორის ღვინის იმ მწარმოებლებსაც, რომელთა მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია წელიწადში ჯამურად 1500 ლიტრს არ აღემატება.

გარდა ამისა, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ მოქმედი კანონით, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის და სპირტიანი სასმლის წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ ყურძნის გამოყენება, რომელიც მოყვანილია მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონის ან სხვა მიკროზონის ფარგლებში ვაზის იმავე ჯიშისგან ან მევენახეობის შესაბამისი ზონისთვის რეკომენდებული ვაზის იმავე ფერის სხვა ჯიშისგან, თუ ეს არ არის შეზღუდული შესაბამისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის/სპირტიანი სასმლის წარმოების სპეციფიკაციით. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, კანონიდან შესაბამისი მუხლები ამოდის.

როგორც მთავრობა განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ გაშენებული ვენახების რაოდენობა და შესაბამისად, ყურძნის მოსავლიანობაც გაიზარდა, დაცული ადგილწარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმლის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ წარმოება მხოლოდ ამ ღვინის ან სპირტიანი სასმლის წარმოების სპეციფიკაციაში განსაზღვრულ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან განხორციელდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს