გურამ მაჭარაშვილი - ALDE, ისევე როგორც BBC, გლობალური ომის პარტიის“ შემადგენელი ნაწილია და ის იძულებული გახდა, გამიჯვნოდა ელისაშვილის ქმედებას - ვერ ვიტყვი, რომ შერცხვა, რადგან მასთან სირცხვილი არაფერ შუაში არ არის

ALDE, ბუნებრივია, არის „გლობალური ომის პარტიის“ შემადგენელი ნაწილი, ისევე როგორც BBC და ის იძულებული გახდა, გამიჯვნოდა ელისაშვილის ქმედებას, შერცხვას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მასთან სირცხვილი არაფერ შუაში არაა, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ALDE-ს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ALDE საქართველოსთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელ განცხადებებს ავრცელებს ხოლმე.

„ALDE, ბუნებრივია, არის "გლობალური ომის პარტიის" შემადგენელი ნაწილი, ისევე როგორც BBC, ამიტომ ასე ხელაღებით, პირდაპირ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, თუ წერილებს ავრცელებს საქართველოსთან მიმართებით. უბრალოდ, ელისაშვილთან დაკავშირებით, საჯაროდ აღიარებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, იძულებული გახდა რომ ეთქვა, რომ ემიჯნება ამ აქტს. შერცხვას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ სირცხვილი მასთან არაფერ შუაში არ არის. უბრალოდ, საუბარი იმაზეა, რომ საჯაროდ აღიარებული მტკიცებულებები არსებობს და რაც მთავარია, თავად ელისაშვილის მიერ არის ეს ყველაფერი აღიარებული. ამას გაემიჯნა, მაგრამ შემდეგ მოაყოლა ვითომ, ასევე ემიჯნება აქციების რადიკალურ დარბევებს, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. ასევე თქვა, რომ ემიჯნება ქიმიური იარაღის გამოყენებას, არადა თვითონ ეს ხალხიც კი ამბობს, რომ არავის გამოუკვლევია და საერთოდ, არ იციან არის თუ არა ქიმიური იარაღი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ ALDE Party-იმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ის „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის, ალეკო ელისაშვილის ქმედებებს არ ამართლებს.

„რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ნათელია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას“, - წერს ALDE სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ იმასა, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ „ალდეს“ „მხრიდან რეაქცია არ არის“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა