საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტაშკენტის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლეს

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტაშკენტის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი, ორ ინსტიტუციას შორის არსებული პარტნიორული კავშირების შემდგომი გაღრმავებისა და ახალი თანამშრომლობის ფორმების შემუშავების პროცესში, უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს. ორმხრივი დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების წახალისებისა და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების მიმართულებით გამოცდილების გაცვლასა და საერთო სამეცნიერო ინტერესების განსაზღვრას, ქმნის მყარ საფუძველს ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებისთვის”, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ ტაშკენტის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (TTPU) რექტორ ოიმჟონ ტუიჩიევთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე ტაშკენტის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ოიმჟონ ტუიჩიევს და უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ. ვიზიტის მიზანი იყო ინსტიტუციურ თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი ინჟინერიული და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებაზე მსჯელობა.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბორის გითოლენდია და ორივე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მხარეებმა განიხილეს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, სამეცნიერო კვლევებისა და სტუდენტთა გაცვილითი პროგრამების შესახებ საკითხები.

როგორც პროფესორმა თამარ ლომონაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონში, რომელიც აქტიურად ავითარებს საერთაშორისო პარტნიორობასა და ინოვაციურ მიდგომებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ტექნოლოგიურ, ინდუსტრიულ და ლოჯისტიკურ პროგრესს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რთულად კონკურენტულ ტექნოლოგიურ გარემოში, აქტიურად უწყობს ხელს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინჟინერიული განათლების განვითარებას და სტუდენტების პროფესიული მომზადების გაღრმავებას. უნივერსიტეტი ეფუძნება დასავლურ აკადემიურ პრაქტიკებსა და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც საშუალებას გვაძლევს ეფექტურად გავაზიაროთ დაგროვილი გამოცდილება და ერთობლივად შევიმუშაოთ ინოვაციური მოდელები განათლებისა და კვლევების გასაძლიერებლად. ჩვენ ვთვლით, რომ მომავალი თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არა მხოლოდ ჩვენი ინსტიტუციების აკადემიურ განვითარებაში, არამედ რეგიონში საინჟინრო და ტექნოლოგიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში. შესაბამისად, მზად ვართ, აქტიურად ჩავირთოთ სამუშაო ჯგუფების ფორმირებაში და ხელი შევუწყოთ იმ სამომავლო ინიციატივების რეალიზაციას, რომლებიც საერთო სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნებს დაეფუძნება,“- განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ცნობით, ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხელს უწყობს რეგიონული მასშტაბით ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას. შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს მზადყოფნა, გააქტიურდეს ალიანსი, დაგეგმილ იქნას ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტები.

ინფორმაციისთვის: ტაშკენტის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (TTPU), რომელიც იტალიის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალური ფილიალია, სპეციალიზირებულია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში მექანიკური ინჟინერიის, აერონავტიკული ინჟინერიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერულ ინჟინერიისა და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა