აშშ-ში ცხოვრების უფლების მისაღებად 1 მილიონი დოლარის ღირებულების „ოქროს ბარათის“ პროგრამა ამოქმედდა

აშშ-ში ცხოვრების უფლების მისაღებად 1 მილიონი დოლარის ღირებულების „ოქროს ბარათის“ პროგრამა ამოქმედდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ოქროს ბარათის“ პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები აშშ-ში ბინადრობის უფლების მოპოვებას დაჩქარებული წესით შეძლებენ.

განაცხადის შევსება ვებ გვერდზე, Trumpcard.gov-ზე 15 000 დოლარის გადახდის შემდეგ არის შესაძლებელი.

შემოწმების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატებს 1 მილიონი დოლარის ოდენობის „შემოწირულობის“ გადახდა მოუწევთ.

„ფაქტობრივად, ეს მწვანე ბარათია, მაგრამ ბევრად უკეთესია. ბევრად უფრო ძლიერია“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ წინასწარი რეგისტრაციის ეტაპზე დაახლოებით 10 000 ადამიანი დარეგისტრირდა.

„ველი, რომ დროთა განმავლობაში ათასობით ბარათს გავყიდით და მილიარდობით დოლარს მივიღებთ“, - აღნიშნა ლუტნიკმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს