ნატო-ს გენერალური მდივანი - რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ - მოქმედების დროა, მოკავშირეთა შორის თავდაცვის ხარჯები და წარმოება სწრაფად უნდა გაიზარდოს

რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბერლინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს აქ ვარ, რათა გითხრათ თუ რა პოზიციაშია ნატო და რა უნდა გავაკეთოთ, რათა ომი მის დაწყებამდე შევაჩეროთ. ამის გასაკეთებლად კი საფრთხის შესახებ ნათელი წარმოდგენა უნდა გვქონდეს: რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ და ჩვენ უკვე საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით“, - განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, ნატო-ს თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით, „ზოგიერთი სასწრაფო რეაგირების აუცილებლობას არ გრძნობს“.

„ძალიან ბევრი თვითკმაყოფილებას იჩენს. ახლა კი მოქმედების დროა. მოკავშირეთა შორის თავდაცვის ხარჯები და წარმოება სწრაფად უნდა გაიზარდოს. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ის საშუალებები უნდა ჰქონდეთ, რაც უსაფრთხოებისთვის აუცილებელია“, - აღნიშნა რუტემ.

რუტეს თქმით, რუსეთი ნატო-სა და უკრაინის მიმართ „კიდევ უფრო დაუდევარი და სასტიკი გახდა“.

„ცივი ომის დროს პრეზიდენტი რეიგანი ბოროტების იმპერიის მისწრაფებების შესახებ გვაფრთხილებდა. დღეს, პრეზიდენტი პუტინი კვლავ იმპერიის მშენებლობის პროცესშია. მსოფლიო ისტორიის შესახებ თავისი დამახინჯებული შეხედულებით, პუტინს სჯერა, რომ მის ძალაუფლებას ჩვენი თავისუფლება საფრთხეს უქმნის და ჩვენ რუსეთის განადგურება გვსურს“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი