ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე - რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

ახლა სტრასბურგში საქმეების რაოდენობა გაიზრდება იმიტომ, რომ ამან პრეცედენტი შექმნა და კარი გააღო, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „რეზიუმეში” 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ხარშილაძის მოსაზრებით, „ქართულ ოცნებას” საერთაშორისო პრობლემები კიდევ უფრო გაეზრდება.

„ეს არის საკმაოდ ძველი საქმე. მას მერე კიდევ იყო და BBC-მ გონივრული ეჭვი წარადგინა თავის კვლევებზე, რომ რეზინის ტყვიები კი არა, მომაკვდინებელი ქიმიური იარაღი არის გამოყენებული, შესაბამისად, საერთაშორისო პრობლემები „ქართულ ოცნებას” კიდევ უფრო გაეზრდება.

ეს რომ ყოფილიყო 2108-19 წლის „ქართული ოცნება” ამ BBC-ის სკანდალსაც გადააგორებდა, მაგრამ დღევანდელ “ქართულ ოცნებას” რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდა ევროპის კავშირს და საკუთარ ხალხს, ეს გაუჭირდება. თან ამას ადრე მალულად აკეთებდა და დღეს ღია ტექსტებით, წერილებით, ლანძღვით აკეთებს ამას.

რუსეთის ფედერაციაში, რომელიც სრული გაგებით ომშია ევროპის კავშირთან, ასეთ რაღაცას არ აკეთებენ. მოსკოვში გერმანიის ელჩს არავინ არ ესხმის თავს.

ძალიან სწორი მითითება იყოს იმისაც, რომ ახლა სტრასბურგში საქმეების რაოდენობა გაიზრდება იმიტომ, რომ ამან პრეცედენტი შექმნა და კარი გააღო.

რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო”, - განაცხადა ხარშილაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს