გიორგი რუხაძე - BBC-ის ფილმი ცალკე ტკივილია „ქართული ოცნებისთვის“, ეს არის ნელი მოქმედების ბომბი, რომელიც არსად წავა - დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოჰყვება საერთაშორისო გამოძიება

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის, გიორგი რუხაძის განცხადებით, 2019 წლის მოვლენებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება.

შესაბამისი განცხადება რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ გააკეთა, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება შეაფასა.

„ყველანაირ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, როდესაც ის ეხება ქვეყანას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას. სამწუხაროდ, 2 მილიონი ლარი, რომელიც გადასახდელი აქვთ, ჩვენი ჯიბიდან უნდა ამოიღონ. რატომ უნდა გადავიხადოთ საქართველოს მოქალაქეებმა, როდესაც თავის დროზე კობახიძემ გავრილოვს უმასპინძლა, როდესაც გახარიამ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას. პირადად კობახიძის გადასახდელია, ივანიშვილის, გახარიას და დანარჩენების“,- განაცხადა რუხაძემ.

რუხაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახარია ამ მოვლენებში დამნაშავეა, თუმცა პოლიტიკური დევნის ობიექტიც არის. მისი თქმით, პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება კობახიძეს და ივანიშვილს, რომლებიც სამართლებრივი ან პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირები იყვნენ 2019 წელს.

„საქართველოში სამართლიანი სასამართლო რომ იყოს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ აკონტროლებს, ვიტყოდი, რომ - დიახ, გახარია უნდა მოვიდეს და სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი. ის სასამართლო, რომელიც ჩვენ გვაქვს, მიკერძოებულია, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მგონია, გავრილოვის მოვლენებში გახარია დამნაშავეა, პარალელურად მგონია, რომ ის პოლიტიკური დევნილია და მას დევნის ივანიშვილის რეჟიმი“, - განაცხადა რუხაძემ.

გიორგი რუხაძე BBC-ის დოკუმენტურ ფილმსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფილმი „ქართული ოცნებისთვის“ „ნელი მოქმედების ბომბს“ ჰგავს.

„რა უნდათ ბრიტანეთისგან? ჯერ ბრიტანეთის ელჩზე მიმდინარეობდა შეტევა, მანამდე, სანამ BBC-ის ფილმი იქნებოდა. ყველაფერი მარტივადაა - დღეს რუსეთის მთავარი სამიზნე ბრიტანეთია. ისინი ამბობენ - ტრამპი და ამერიკა კარგია, მთავარი მტერი გაერთიანებული სამეფოა. რა პოლიტიკასაც და რიტორიკასაც მოსკოვი იყენებს, ზუსტად იმავეს იმეორებს კობახიძე და ივანიშვილის სხვა მოლაპარაკე თავები. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ გაერთიანებული სამეფოდან ელოდება მძიმე სანქციებს, შესაბამისად, მათთვის ყველაზე ახლო პერსპექტივაში საფრთხის შემცველია ბრიტანეთის სანქციები, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რამდენად მძიმეა ბრიტანეთის სანქციები.

BBC-ის ფილმს რაც შეეხება, ეს ცალკე ტკივილია „ქართული ოცნებისთვის“ - ეს არის ნელი მოქმედების ბომბი, რომელიც არსად წავა. დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოჰყვება საერთაშორისო გამოძიება. შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ დამალოს რა, სად იყიდა, მაგრამ ვინც გაყიდა ის ხომ არ დამალავს, სადღაც ხომ იყიდეს ეს ყველაფერი? შესაბამისად არაფერი დაიმალება, ყველაფერი გამოჩნდება“,- განაცხადა რუხაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა