ვიქტორ ორბანი - ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს - ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

დღეს ბრიუსელელები რუბიკონს კვეთენ. შუადღისას გაიმართება წერილობითი კენჭისყრა, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. კენჭისყრის თემაა გაყინული რუსული აქტივები, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით რომლებსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აქამდე ყოველ 6 თვეში ერთხელ ატარებდნენ კენჭისყრას და ერთსულოვან გადაწყვეტილებას იღებდნენ.

„დღევანდელი პროცედურით, ბრიუსელელები კალმის ერთი მოსმით აუქმებენ ერთსულოვნების მოთხოვნას, რაც აშკარად უკანონოა. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირში კანონის უზენაესობა მთავრდება და ევროპის ლიდერები თავს წესებზე მაღლა აყენებენ. ევროკავშირის ხელშეკრულებების დაცვის ნაცვლად, ევროკომისია სისტემატურად არღვევს ევროპულ კანონმდებლობას. ის ამას აკეთებს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად, ომის, რომელშიც აშკარად გამარჯვება შეუძლებელია. ეს ყველაფერი ხდება დღის სინათლეზე, ევროპული საბჭოს შეხვედრამდე ერთ კვირაზე ნაკლები დროით ადრე, რომელიც კავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა და აერთიანებს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს. ამით, ევროკავშირში კანონის უზენაესობას ბიუროკრატების მმართველობა ცვლის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბრიუსელის დიქტატურა მყარდება“, - წერს ორბანი.

მისი თქმით, უნგრეთი აპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას და ყველაფერს გააკეთებს კანონიერი წესრიგის აღსადგენად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს