რუსეთის ცენტრალური ბანკი - ევროკავშირის მიერ რუსული აქტივების გამოყენების გეგმები უკანონოა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ მისი აქტივების გამოყენების გეგმები უკანონოა და რომ ის იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ყველა არსებული საშუალება თავისი ინტერესების დასაცავად.

ცენტრალური ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 3 დეკემბერს ევროკომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა პრესრელიზი და რეგულაციების პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს მარეგულირებლის აქტივების, მათ შორის ბელგიის დეპოზიტარ Euroclear-ში არსებული აქტივების გამოყენებას.

ბანკის მტკიცებით, დოკუმენტით გათვალისწინებული რუსული აქტივების პირდაპირი ან ირიბი გამოყენების მექანიზმები უკანონოა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

„რუსეთის ბანკი იტოვებს უფლებას, შემდგომი შეტყობინების გარეშე განაგრძოს ყველა არსებული სამართლებრივი და სხვა მექანიზმის პრაქტიკული განხორციელება თავისი ინტერესების დასაცავად, ევროკავშირის ზემოაღნიშნული ინიციატივების შემდგომი პროგრესის ან განხორციელების ნებისმიერი ფორმით შემთხვევაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ასეთი გეგმების განხორციელება გასაჩივრდება „ეროვნულ სასამართლოებში, უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სასამართლო ორგანოებში, არბიტრაჟულ ტრიბუნალებსა და სხვა საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებში, რასაც მოჰყვება სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება გაეროს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე“.

ცენტრალური ბანკის განცხადებაში საუბარია ევროკომისიის 3 დეკემბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზზე, რომელშიც 2026-2027 წლებში უკრაინის დაფინანსების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ორი გადაწყვეტაა ასახული. ერთ-ერთის თანახმად, კომისიას შეეძლება ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტებიდან, რომლებიც ფლობენ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინულ აქტივებს, ისესხოს ნაღდი ფული უკრაინისთვის რეპარაციული სესხის გასაცემად.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი