გიორგი სიორიძე - გზას, რომელიც წლების წინ რუსეთმა გაიარა, ახლა საქართველო დაჩქარებული ტემპით გადის

სახელმწიფო არის ის, ვინც ჩაგრავს, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს. ერთადერთი შუქურა დარჩა მხოლოდ და მხოლოდ - სტრასბურგის სასამართლო, სადაც ადამიანებმა შეიძლება იპოვონ სამართალი და როდესაც ეს ხდება, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ხდება იმის დადასტურება, რამდენად მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის არსებობა ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე, ე.წ. გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

სიორიძის თქმით, დღეს საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო ინსტიტუტების იმედი აღარ აქვთ.

„ფაქტია, რომ 2019 წელს „გავრილოვის ღამის“ აქციებზე დარღვეული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამი მუხლი. ეს არის შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული მე-11 მუხლი, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული მე-10 მუხლი მედიის წარმომადგენლებთან მიმართებით და ცალკეულ შემთხვევაში, მე-3 წამების მუხლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი საია-სი და მადლობა მას იმიტომ, რომ ადამიანებს, საქართველოს მოქალაქეებს, დღევანდელ საქართველოში აღარ აქვთ იმედი სახელმწიფო ინსტიტუტების. სახელმწიფო არის ის, ვინც ჩაგრავს, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს. ერთადერთი შუქურა დარჩა მხოლოდ და მხოლოდ სტრასბურგის სასამართლო, სადაც ადამიანებმა შეიძლება იპოვონ სამართალი და როდესაც ეს ხდება, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ხდება იმის დადასტურება, რამდენად მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის არსებობა ამ ქვეყანაში, რასაც ისევ ივანიშვილის რეჟიმი ებრძვის“, - განაცხადა სიორიძემ.

მან „შეკრებისა და მანიფესტაციის“ კანონში ცვლილებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ გზას, რომელიც წლების წინ რუსეთმა გაიარა, ახლა საქართველო დაჩქარებული ტემპით გადის.

„შეკრებისა და მანიფესტაციის“ კანონმდებლობა წლების განმავლობაში არ შეცვლილა. ის ცვლილებები, ბოლო რამდენიმე ცვლილება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოში დაიწყო ქართლი საზოგადოების სამართლიანი უწყვეტი წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც გამოიხატება მშვიდობიან აქციებში. ფაქტია, რომ როდესაც ჯერ ნიღბები აკრძალეს, 5000-ლარიანი სრულიად არაპროპორციული ჯარიმები დააწესეს, შემდეგ ადმინისტრაციული პატიმრობა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ეს ყველაფერი ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ შეფასდა, როგორც არაკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული, დრაკონული ცვლილებები, რომელთა მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული აზრის ჩახშობა ამ ქვეყანაში. ეს არის ის გზა, რომელიც გაიარა რუსეთმა, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ და ამ გზას გადის დაჩქარებული წესით დღეს საქართველო. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ „ქართული ოცნების“ სპიკერები ცდილობენ თუნდაც რუსთაველის აქციების მნიშვნელობის ნიველირებას, პროტესტი აწუხებს რეჟიმს, ერთი და ორი ადამიანის პროტესტიც რომ იყოს, საქართველოს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ქალაქში, რეჟიმისთვის არის სერიოზული პრობლემა და ახლა იმას აპირებენ, რომ ტროტუარზე დგომა აუკრძალონ ადამიანებს, თუმცა ეს დრაკონული ცვლილება, როგორც ეს ბოლო ერთმა წელმა აჩვენა, ვერ შეაფერხებს ქართული საზოგადოების შეუპოვარ და სამართლიან ბრძოლას და იმას, რომ ადამიანები თავისი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობენ“, - განაცხადა სიორიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი