თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს - უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, ევროპა უკრაინას ომის მოგვარებასთან დაკავშირებით რთული არჩევანის გაკეთებაში უნდა დაეხმაროს.

„ევროპა უკრაინას გარკვეული რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს. მართლაც, ზოგიერთი არჩევანი, ზოგიერთი გადაწყვეტილება უკრაინისთვის ძალიან რთულია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად ანუ უფრო დიდი სიკეთისთვის, ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება, ანუ ცუდი. ანუ არჩევანი უნდა გაკეთდეს. ვიცი, რომ ეს მათთვის რთულია. კერძოდ, ტერიტორიული საკითხი წარმოუდგენლად რთულია. ღმერთმა ნუ დაუშვას, რომ ვინმემ განიცადოს ასეთი რამ“, - აღნიშნა ფიდანმა CNN Turk-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ასევე რთულია სამომავლო გარანტიებთან დაკავშირებული საკითხიც.

ფიდანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი აგრძელებს ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობას და რომ სტამბოლი მზადაა კვლავ უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მისი თქმით, გასულ ზაფხულს მათ მოლაპარაკებების სამ რაუნდს უმასპინძლეს და ამ მოლაპარაკებების დროს მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

„ამან გზა გაუხსნა მიმდინარე მოლაპარაკებებს. მზად ვართ, ეს დადებითი როლი ვითამაშოთ. შეხედეთ, შავი ზღვა ახლა ბრძოლის ველად იქცა. ომი შავ ზღვაში გავრცელდა. სავაჭრო გემებსა და ტანკერებს ახლა შავ ზღვაში ესხმიან თავს. ანუ, თუ ომი გაგრძელდება, ის ევროპის სხვა რეგიონებშიც გავრცელდება. ღმერთმა ნუ ქნას, აქ უნდა შეწყდეს“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი