ყველა ადამიანს უოცნებია საკუთარ ბინაზე, რომელსაც თავისი გემოვნებით მოაწყობდა და მასში მშვიდად და ბედნიერად იცხოვრებდა.განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ზოგიერთმა უკვე აიხდინა ოცნება, ზოგიერთი კი - ამ ოცნების ახდენაზე მუშაობს. მაგრამ ახალ წელს, ოცნებების ასრულება ყველასთვის მარტივად ხდება და პირველ თვითმყოფად უბანშიც ახდენილი ოცნებების წელი იწყება!
0% პირველადი შენატანი 31 დეკემბამდე თუ 31 დეკემბრამდე ბინას თბილისის აკრებში იყიდი, დანაზოგი არ დაგჭირდება პირველი თვითმყოფადი უბნის პირველი საახალწლო საჩუქარი სწორედ იმ პირველ გადამწყვეტ ნაბიჯს უკავშირდება, რომლის გადადგმაშიც ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. როგორც წესი, ახალი ბინის შესაძენად, პირველადი შენატანისთვის დიდი დანაზოგი გჭირდება, მაგრამ არა ახალ წელს და არა თბილისის აკრებში. თბილისის აკრებში ახდენილი ოცნებების წელი იწყება და ბინის ყიდვა 31 დეკემბრამდე პირველადი შენატანის გარეშე შეგიძლია!
რატომ არის პირველი თვითმყოფადი უბანი - თბილისის აკრები შენი საოცნებო სახლი? პირველი თვითმყოფადი უბნის მშენებლობა უკვე დაიწყო და პირველი ფაზის 13-ივე კორპუსის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესშიც კი, თბილისის აკრები ჩართულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მომავალ მაცხოვრებლებს წარმოუჩენს ინოვაციურ უბანში ცხოვრების გამოკვეთილ უპირატესობებს.
პირველი თვითმყოფადი უბნის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს საქართველოში ლიდერი სამშენებლო კომპანია “ანაგი”. დავიწყოთ იმით, რომ აქ მართლა ყველაფერია სრულყოფილი ცხოვრებისთვის პირველად საქართველოში თბილისის აკრები მაცხოვრებლებს სთავაზობს საცხოვრებელ ტერიტორიას და ქალაქის ყველა საზოგადოებრივ სივრცეს ერთ უბანში. ყველა ობიექტი, რომლის გამოც ახლა მთელ ქალაქში გიწევს გადაადგილება, შენს უბანში, ფეხით სავალ მანძილზე გექნება. აქ დაგხვდება:
თბილისის აკრებში საუკეთესო გარემოა განვითარებისთვის თვითმყოფადი უბნის კონცეფცია ერგება შენს, როგორც თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს, სურვილებსა და მისწრაფებებს. რა ინტერესებიც არ უნდა გქონდეს, რასაც ადრე ვერ ახერხებდი ან ვერ ასწრებდი, ახლა შეძლებ, რადგან ყოვლისმომცველი უბანი ქმნის განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. აქ გაერთიანებულია: — ქალაქის კომფორტი;
— ნამდვილ ბუნებასთან (და არა უბრალოდ ახლადჩარგულ ხეებთან) სიახლოვე, შესაბამისად, ნამდვილად სუფთა ჰაერი;
— სოციალიზაციის ულევი შესაძლებლობა — სოციალური აქტივობების და ღონისძიებების მრავალფეროვნება;
— ნაყოფიერი და მშვიდი სივრცე თვითრეალიზებისთვის;
თბილისის აკრების ლოკაცია
ზომა: 62 ჰექტარი მდებარეობა: ვაკე-საბურთალოს შორის, ნაფეტვრებისკენ მიმავალი გზა გარემოცვა: 90,000 კვ.მ ბუნებრივი ლანდშაფტი და ტყის მასივი პირველი თვითმყოფადი უბანი ორ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ უბნებს, ვაკესა და საბურთალოს შორის მდებარეობს. უბნისთვის შენდება დამოუკიდებელი გზა, რომელიც თბილისის აკრებს ქალაქთან დააკავშირებს. სწორი დაგეგმარებით, ქალაქის ფუნქციების გადანაწილებით და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლოკაციით თბილისის აკრები განტვირთავს მოძრაობას მთელ ქალაქში. დამატებით, პროექტის ადგილმდებარეობა, ყოვლისმომცველი ფუნქციურობა, სოციალური აქტივობების მრავალფეროვნება და ბუნებასთან სიახლოვე მას მიმზიდველს ხდის, როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციო კუთხით.
მშენებლობის საერთაშორისო სტანდარტი და მომსახურების სტაბილურად მაღალი ხარისხი - ჩვენი დაპირებაა თბილისის აკრებს მართავს ანაგი ქოლაბი - სამშენებლო სტანდარტების ფუძემდებლის - ანაგის შვილობილი კომპანია, რომელსაც ამ სფეროში 36-წლიანი გამოცდილება აქვს.
ანაგი ქოლაბი მიზნად ისახავს ინოვაციური და მდგრადი პროექტების ხელშეწყობას და სექტორის შემდეგ საფეხურზე გადაყვანას, აქედან გამომდინარე, ეს იძლევა პირობას, რომ პროექტის თავდაპირველი ჩანაფიქრი უცვლელი დარჩება და მხოლოდ და მხოლოდ პროგრესისკენ აიღებს გეზს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია: – პირდაპირი ვიზიტი გაყიდვების ოფისში: Anagi Collab - ი. აბაშიძის #70 – ონლაინ კონსულტაცია: ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://tbilisiacres.ge/ – სატელეფონო ზარი: +995 (32) 290 05 05 / *5005
(R)