საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორგანიზებით, მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი იყო სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოების ყურადღების მობილიზება მთის ეკოსისტემების, მდგრადი განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიმართულებით.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიება, რომლის პროგრამა მოიცავდა თემატურ პრეზენტაციებს, სტუდენტთა და მეცნიერთა კვლევებს, დისკუსიებსა და გამოფენებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. პროფესორმა თამარ წერეთელმა ისაუბრა მთის რეგიონში კლიმატის ცვლილების გავლენაზე, თანამედროვე სამთო ტექნოლოგიებსა და მდგრადი განვითარების საერთაშორისო პრაქტიკებზე.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სამეცნიერო ინტერესის გაღრმავებას და მათი პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი კომპეტენციების ჩამოყალიბებას. მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქტივობები არა მხოლოდ აძლიერებს ცნობიერებას მთის ეკოსისტემებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების შესახებ, არამედ ქმნის შესაძლებლობას სამეცნიერო კვლევის, ინოვაციისა და პრაქტიკული გამოცდილების ინტეგრირებისთვის. სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მონაწილეობა ამ ინიციატივაში ადასტურებს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების პროცესში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აკისრია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტუდენტები მეტად აქტიურად ჩაერთვებიან კვლევით და საგანმანათლებლო პროექტებში, რათა ხელი შეუწყონ მდგრადი და ინოვაციური მომავლის ფორმირებას“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ წერეთელმა.

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს, პროფესორ ზურაბ გუდავაძეს, მოწვეულ სტუმრებს და იმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომელსაც ფაკულტეტი კერძო სექტორთან პარტნიორობით გეგმავს. პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, ყოველ წელს, მთის საერთაშორისო დღეს, საერთაშორისო საზოგადოება ერთად გულშემატკივრობს მთის რეგიონების მდგრად განვითარებას და მათთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევების განხორციელებას.

„მთის საერთაშორისო დღე სერიოზული პლატფორმაა ცოდნის გაზიარებისა და სამეცნიერო იდეების გაცვლისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი როგორც კვლევით, ისე პრაქტიკულ პროექტებში. მათი აქტიურობა არ მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესის ორგანული ნაწილია, არამედ არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ისეთი კომპლექსური და დინამიკური დარგების საფუძვლიანად გასააზრებლად, როგორიცაა თანამედროვე სამთო ინჟინერია და გეოლოგიური მეცნიერებები. პრაქტიკულ საქმიანობაში მონაწილეობა სტუდენტებს უქმნის შესაძლებლობას, რეალურ გარემოში შეაფასონ სამეცნიერო მიდგომების ეფექტიანობა, განივითარონ კრიტიკული ანალიზის უნარები და ჩამოაყალიბონ პროფესიული ხედვა. ფაკულტეტი თავის მხრივ განაგრძობს მეცნიერებისა და პრაქტიკის ორგანული ინტეგრირების ხელშეწყობას. ჩვენთვის პრიორიტეტულია ისეთი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ინოვაციურ კვლევებს, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტაციას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. ვფიქრობთ, ამგვარი მიდგომა მომავალ თაობას მისცემს მაღალკვალიფიციური სპეციალისტის სტატუსს, ასევე შესაძლებლობას, აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის მდგრადი განვითარების პოლიტიკის ფორმირებაში, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მართვის პროცესში და იმ საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში, რომლებიც გლობალური პროგრესის ტენდენციებს ქმნის. ჩვენი ფაკულტეტის მისიაა, სტუდენტებს გზა გავუხსნათ ისეთი ცოდნისა და უნარების შესაძენად, რომლებიც მათ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის საშუალებას მისცემს და ამავდროულად, გააძლიერებს საქართველოს პოზიციას სამთო-გეოლოგიური მეცნიერებების განვითარებაში“, - განაცხადა ნოე ხოზრევანიძემ.

მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა ისაუბრეს ერთობლივი თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებსა და ინიციატივებზე, რომლებიც მთის რეგიონების კვლევის, დაცვისა და მდგრადი განვითარების გაძლიერებისკენ არის მიმართული.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს, საქართველოს შეფთა ასოციაციის ხელმძღვანელის - მაია კუპრავას ორგანიზებით, პროფესიონალმა შეფ-მზარეულებმა დამსწრე საზოგადოებას მთის მდგრადი კულინარიის ნიმუშები შემდეგი თემატიკით წარუდგინეს: მთის ავთენტური პროდუქტების ისტორია და მომზადების ტექნოლოგია; კერძების მომზადება და გარდაქმნა თანამედროვე ტექნიკებით; თანამედროვე ტექნიკების როლი ქართულ გასტრონომიაში. მთის სამზარეულოს კერძები ორიგინალური რეცეპტებით მოამზადეს და დამსწრე საზოგადოებას გაუმასპინძლდნენ გასტრონომიული მკვლევარი დალილა ცატავა, მსოფლიო შეფთა ასოციაციის (World Schefs Association) ჟიურის წევრი, საქართველოს შეფთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გოგი ბაზანდარაშვილი, საქართველოს შეფთა ასოციაციის ელჩი, PR სპიკერი, ბრენდ-შეფი და რესტორატორი ხატია ნადარეიშვილი, ასევე შეფ-მზარეულები - თორღვა გოგოჭური და ვაკო ვაშაკიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი