რელიგიის სააგენტოს ირანის საპარლამენტო დელეგაცია ეწვია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა.

რელიგიის საკითხთა სააგენტოს ინფორმაციით, ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის წევრები ჰუჯათულისლამ ისმაილ სიავოში (ფერეიდნელი ქართველი-იოსელიანი) და აჰად ბიუთე დაინტერესდნენ საქართველოს რელიგიური პოლიტიკით და მათ შორის, მუსლიმი თემის მდგომარეობით.

ზაზა ვაშაყმაძემ ირანელ სტუმრებს გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა და განხორციელებული პროექტები, ძირითადი ფუნქციები და აქტივობები. სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ტოლერანტულ გარემოსა და რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო ნაგებობების გადაცემის საკითხებზე, მათ შორის, მუსლიმი თემისთვის. თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოში არსებული დაპირისპირებების ფონზე, საქართველოში სუნიტი და შიიტი მუსლიმები ერთ მეჩეთში ლოცულობენ. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.

ირანელმა პარლამენტარებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. პარლამენტარებმა სააგენტოს თავმჯდომარე, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაპატიჟეს.

საუბრის დასასრულს, სტუმრებს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს გამოცემები - „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“, „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ და „რელიგიები საქართველოში“ გადასცა.

შეხვედრას ესწრებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მაჰმუდ ადიბი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს