„ალდაგი“ - ავტოდაზღვევას საჩუქრები მოყვება

სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“, ავტოდაზღვევის ზამთრის კამპანია დაიწყო. კომპანიის ცნობით, მომხმარებლები, რომლებიც ავტომობილს „ალდაგში“ დააზღვევენ, ექსკლუზიურად ზამთრის კამპანიის ფარგლებში შედგენილ სასაჩუქრე ნაკრებს ან/და ვაუჩერებს მიიღებენ. „ალდაგის“ ინფორმაციით, აქცია ძალაშია 31 იანვრის ჩათვლით.

სასაჩუქრე ნაკრებში, მომხმარებელს ავტომობილის მოვლისთვის საჭირო მრავალფეროვანი პროდუქტი დახვდება, რომელიც შექმნილია კომფორტისთვის და მძღოლებს საკუთარ მანქანაზე ზრუნვის შესაძლებლობას მისცემს;

„ზამთარი დაზღვევისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია. ავტო დაზღვევა, მძღოლებს შესაძლებლობას აძლევს ისეთი მნიშვნელოვანი საფიქრალისგან გათავისუფლდნენ, როგორიცაა ავტომობილთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯები. ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებელს დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, ისეთი სარგებელი შევთავაზოთ, რომელიც მორგებულია მძღოლების საჭიროებებს და დაეხმარება მათ დაზღვევისგან მაქსიმალური კომფორტი მიიღონ,“ - აცხადებენ „ალდაგში“.

კომპანიის განმარტებით, „ალდაგის“ ავტოდაზღვევით სარგებლობა და ავტომობილის რისკებისგან დაცვა ნებისმიერ მძღოლს შეუძლია, იგი ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

„ალდაგის“ ავტოდაზღვევას მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც მოყვება, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც „ალდაგი“ უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს