გიგა ბოკერია - აშხაბადის შეხვედრა პრობლემა არ იქნებოდა, ის რომ არ იყოს ერთადერთი საგარეო პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც ივანიშვილი საქართველოს უტოვებს - დამოუკიდებლობის გადარჩენის გზა არის ერთადერთი: ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა

აშხაბადის შეხვედრის ფოტო ყველაზე ცხადი ილუსტრაციაა იმ სივრცისა, სადაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხედავს - ცივილიზაციური მტრის, რუსეთის გავლენის სფეროში, - ასე გამოეხმაურა პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, თურქმენეთში გამართულ „მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის" ფორუმზე ირაკლი კობახიძის და ვლადიმირ პუტინის დასწრებას.

მისივე განცხადებით, „აშხაბადის შეხვედრა პრობლემა არ იქნებოდა, ის რომ არ წარმოადგენდეს რეჟიმის ერთადერთ საგარეო პოლიტიკურ არჩევანს, რომელსაც ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს და ქართველ ხალხს უტოვებს“.

„აშხაბადის შეხვედრის ფოტო ყველაზე ცხადი ილუსტრაციაა იმ სივრცისა, სადაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხედავს - ცივილიზაციური მტრის, რუსეთის გავლენის სფეროში.

ზოგადად, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, რომელსაც ხალხის მანდატი აქვს, ქვეყნის ინტერესების დასაცავად უნდა ესაუბროს ყველას;

უნდა ესაუბროს ჩვენი მეზობელი ქვეყნების ხელისუფლებებსაც, მათ შორის - ისეთებს, რომლებსაც ქართული საზოგადოებისგან განსხვავებული ისტორიული არჩევანი აქვთ გაკეთებული.

საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება შეიძლება ესაუბროს ჩვენს ოკუპანტს და ცივილიზაციურ მტერსაც, ოღონდ ეს ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვის მკაფიო სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს და არა მტრის ვასალობასთან შეგუების, საზოგადოების დემორალიზებისა და დეზორიენტირების პროპაგანდის გაგრძელება.

ივანიშვილის რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოს, ევროკავშირს ქართული სახელმწიფოსა და იდენტობისთვის საფრთხედ ნათლავს და ამის ნაცვლად, ძალადობითა და ტერორით იმ სამყაროსკენ მიჰყავს ქვეყანა, სადაც ვერც თავისუფლებასა და კეთილდღეობას მოვიპოვებთ და რუსეთის აგრესიისგანაც ყველაზე დაუცველები დავრჩებით.

აშხაბადის შეხვედრა პრობლემა არ იქნებოდა, ის რომ არ წარმოადგენდეს ერთადერთ საგარეო პოლიტიკურ არჩევანს, რომელსაც ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს და ქართველ ხალხს უტოვებს.

შეერთებული შტატებისგან და ევროპისგან იზოლირებული, რუსეთის გავლენის სფეროში ჩარჩენილი საქართველო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას გარდაუვალად დაკარგავს, თუ ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენს თავში არ ვიპოვეთ ძალა, რომ რეჟიმი შევცვალოთ.

საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენის გზა არის ერთადერთი - ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა და თავისუფალ სამყაროსა და ჩვენს რეგიონში ძლიერი მოკავშირეების მქონე თავისუფალი რესპუბლიკის დაფუძნება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს