სალომე ზურაბიშვილი აქციაზე - უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს - რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!

უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს, მით უმეტეს, როდესაც პრინციპული საკითხები წყდება - ერთადერთი გეგმა არის ერთად ყოფნა, არ შეგუება,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ახლა ბრძოლა მიმდინარეობს არა ერთი რომელიმე კანონის წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის გადარჩენისთვის.

„კანონები არაფერია. უამრავი ხალხია გამოსული. არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს, მით უმეტეს, როდესაც პრინციპული საკითხები წყდება. ეს აღარ არის რომელიმე კანონის წინააღმდეგ, ეს უკვე არის ბრძოლა ამ ქვეყნისთვის, მის მართლა გადარჩენისთვის და იმის გამოსაცხადებლად, რომ რუსული საქართველო არ გვინდა და ამასთან დაკავშირებით, მგონი, ძალიან ერთიანი ვართ.

ჩემი საქმე არ არის, რომ გეგმა დავსახო. არავის აქვს არასდროს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, ერთადერთი გეგმა არის ერთად ყოფნა, არ შეგუება და ერთადერთი გეგმა არის ის, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს. ვინც სვამს კითხვას გეგმაზე, თვითონ თქვას, როგორი გეგმა შეიძლება იყოს. გეგმა აგერ არის: ეს ხალხი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა