ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ ყოველ ექვს თვეში ახალი კენჭისყრის ჩატარების ნაცვლად, აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვას ითვალისწინებს.

ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილება უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ აქტივების გაყინვის გაგრძელებაზე ვეტოს დადების შესაძლებლობას გამორიცხავს.

„რუსეთის სუვერენული აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებას მივესალმები. რუსეთს ძლიერ სიგნალს ვუგზავნით. ვიდრე ეს სასტიკი აგრესიული ომი გრძელდება, რუსეთის ხარჯები ზრდას განაგრძობს. ეს ძლიერი გზავნილია უკრაინისთვის: გვსურს, რომ ჩვენი მამაცი მეზობელი კიდევ უფრო გაძლიერდეს, როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსებისა და რეპერაციული სესხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით 18-19 დეკემბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტზე შეიკრიბებიან.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება