კაია კალასი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვაზე - ჩვენ რუსეთზე ზეწოლის ზრდას ვაგრძელებთ

ჩვენ რუსეთზე ზეწოლის ზრდას ვაგრძელებთ, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას.

„ეს უზრუნველყოფს იმას, რომ 210 მილიარდ ევრომდე ოდენობის რუსეთის თანხები ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩება, ვიდრე რუსეთი მის მიერ მიყენებული ზარალისთვის უკრაინას რეპარაციებს არ გადაუხდის. უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით მომავალ კვირას დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტი გადამწვეტი მნიშვნელობის იქნება“, - წერს კალასი X-ზე.

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც.

„ოქტომბერში, ევროპელმა ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩებოდა, ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს არ დაასრულებდა და მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებდა. დღეს ეს ვალდებულება შევასრულეთ. შემდეგი ნაბიჯი 2026-2027 წლებისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფაა“, - აღნიშნავს კოშტა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს