აქტივისტები - ნოდარ ჩაჩანიძე, აჩი გოჩიტაშვილი და ნენე გაბლაია გაათავისუფლეს

აქტივისტები ნოდარ ჩაჩანიძე, აჩი გოჩიტაშვილი და ნენე გაბლაია, რომელთა დაკავების შესახებაც ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, გათავისუფლდნენ.

მათი ინფორმაციით, პოლიციას დაკავების მიზეზები არ განუმარტავს.

როგორც ნოდარ ჩაჩანიძემ განაცხადა, “დროას” ოფისში შეხვედრიდან გამოსული ადამიანების ნაწილი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს, მათგან ორი კი განყოფილებაში გადაიყვანეს.

“არაფერი განმარტება არ გაუკეთებიათ. უბრალოდ ჩამსვეს მანქანაში, მითხრეს, იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთო. გადამიყვანეს თაბუკაშვილზე, პოლიციის განყოფილებაში. დიდხანს გაგვაჩერეს უბრალოდ განყოფილებაში.

ყველაზე სასაცილო რაც იყო, ჩანთაში ეძებეს ბევრი და ბოლოს დალუქეს ოთხი მაისური, რომელსაც ეწერა რომ "რეჟიმი გვწამლავს" და 2 პულვილიზატორი დალუქეს, ალბათ ჩათვალეს,რომ ესეც შეუქმნიდა საფრთხეს ნაძვის ხის ანთებას”,- განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძემ “ტვ პირველთან” საუბრისას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს