უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური - რუსებმა ოდესის ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიში განახორციელეს

რუსებმა ოდესის ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიში განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოდესის ოლქში მდებარე ენერგეტიკული ობიექტების ტერიტორიასა და ტექსტილის საწყობებში ხანძარი გაჩნდა.

„მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. მიუხედავად მუდმივი საჰაერო განგაშისა, მაშველებმა სამოქალაქო გემზე გაჩენილი მასშტაბური ხანძარი ჩააქრეს“, - აცხადებს უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური.

რუსული ძალების იერიშების შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, პარასკევს რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქის ჩერნომორსკის პორტში თურქული კომპანიის სატვირთო გემს დაარტყეს, რის შედეგადაც გემზე ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაშავდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე