რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცნობით, თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე „უკრაინაში მიმდინარე ომის და რეგიონული საკითხები“ განიხილა.

„ომისა და სამშვიდობო ინიციატივების შესახებ აზრები გავცვალეთ. ბატონი პუტინი, ისევე როგორც ყველა მხარე, ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციას ძალიან კარგად იცნობს. პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით დაწყებული დიალოგის მიმართ ჩვენი მადლიერება გამოვხატეთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

ასევე, მისი თქმით, „არ შეიძლება, შავი ზღვა კონფლიქტის არენად გადაიქცეს“.

„მსგავსი ვითარება რუსეთსა და უკრაინას დააზარალებს, ასევე სასარგებლო არავისთვის იქნება. შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციაა აუცილებელი“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს