საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია - ადვოკატებმა შევძელით მთავარი - არჩევნებამდე მოვედით პლურალური გარემოთი და ღირსეული კანდიდატებით - ერთობა გვაძლევს რწმენას, რომ ხვალ თითოეული ჩვენგანი საკუთარ არჩევანს პასუხისმგებლობით მიუდგება

ჩვენ, ადვოკატებს გვაერთიანებს პროფესიული ღირსება და საქმის სიყვარული - სწორედ ეს ერთობა გვაძლევს რწმენას, რომ ხვალ თითოეული ჩვენგანი საკუთარ არჩევანს პასუხისმგებლობით მიუდგება,- ამის შესახებ ადვოკატთან ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული.

ისინი ადვოკატებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

“ჩვენ, ადვოკატებმა შევძელით მთავარი - არჩევნებამდე მოვედით პლურალური გარემოთი - განსხვავებული გუნდებით და ღირსეული კანდიდატებით. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მხარი დავუჭიროთ იდეათა მრავალფეროვნებას, კოალიციურ მმართველობას და გავხდეთ მაგალითი მთელი ქვეყნისთვის!

ხვალ, 14 დეკემბერს, მხოლოდ ნახევარი საათია საჭირო იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც მომდევნო 4 წელი ჩვენი პროფესიისა და ქვეყნის ბედს უკეთესობისკენ შეცვლის და ჩვენი პროფესიით სიამაყის საფუძველი გახდება.

მოდით ერთად შევძლოთ პასუხისმგებლობის აღება არამხოლოდ იმაზე, რაც უკვე გავაკეთეთ, არამედ იმაზეც, რასაც გავაკეთებთ დღეს არსებული გამოწვევების ფონზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს