ვიქტორ ორბანი - ბრიუსელელები უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის შეურაცხყოფით, რუსულ აქტივებს ისაკუთრებენ - ეს ომის გამოცხადებაა

უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დღის სინათლეზე შეურაცხყოფით, ბრიუსელელები რუსულ აქტივებს ისაკუთრებენ - ეს ომის გამოცხადებაა. გაყინული რუსული აქტივების შეხება, მისი მითვისება ომის გამოცხადებაა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„არასდროს მინახავს ქვეყნისთვის 200-300 მილიარდი ევროს ჩამორთმევა და ამას რაიმე სახის რეაგირება არ გამოეწვია. ასეთი რამ არ არსებობს“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.

მისი თქმით, სამ გერმანელს ევროკავშირი ჩიხში შეჰყავთ და ესენი არიან: კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის თავმჯდომარე მანფრედ ვებერი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„მათი აზროვნება ასეთია: ან არის რუსული ფული, ან არა. ან ომი მთავრდება, ან არა და თუ არ მთავრდება, მაშინ მეტი ფული იქნება საჭირო. არსებობს რუსული ფული და არსებობს მეორე ვარიანტი - წევრი სახელმწიფოებისგან ფულის შეგროვება. კომისიის პრეზიდენტი 27 წევრ სახელმწიფოს 135 მილიარდ ევროს სთხოვს. შესანიშნავი შეთავაზებაა, მაგრამ ჩვენ სიამოვნებით დავუთმობთ ამ შესანიშნავ შესაძლებლობას სხვებს“, - აღნიშნა ორბანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს