ირაკლი ჩომახაშვილი - ყველას მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო, ვინაიდან ჩვენს პროფესიაში დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია - ჩვენი პრიორიტეტი როგორც აქამდე, იქნება ადვოკატის უფლებების დაცვა

ყველას მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო, ვინაიდან ჩვენს პროფესიაში დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და პერიოდია, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მათი პრიორიტეტი ადვოკატის უფლებების განუყრელი დაცვა იქნება.

„ჩვენ გუშინ გვქონდა საერთო კრება, სადაც ავირჩიეთ კომისიის წევრები. კოალიციურად შევთანხმდით საარჩევნო კომისიის წევრების კანდიდატურებზე და 15-ივე საარჩევნო კომისიის წევრი ჩვენ ავირჩიეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო უბნის უსაფრთხოების დაცვას მაქსიმალურად შევეცადეთ. დღეს უკვე პროფესიის დაცვა ადვოკატების და ჩვენი მოვალეობაა, შესაბამისად, ყველას მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო, ვინაიდან ჩვენს პროფესიაში დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და პერიოდია. ჩვენი პრიორიტეტი როგორც აქამდე, ასევე იქნება ადვოკატის უფლებების განუხრელი დაცვა. ვაპირებთ ცვლილებებს, მათ შორის, უფლებების დაცვის კომიტეტის ნაწილში. უამრავი გამოწვევა იქნება ჩვენს წინაშე, ყოველდღიურად ვინაიდან ვხედავთ, რომ ადვოკატის უფლებები ირღვევა. ჩვენ N1 რასაც უზრუნველვყოფთ არის ის, რომ ყველა ადვოკატის, განურჩევლად შეხედულებისა, დავიცავთ“, - განაცხადა ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს