კირ სტარმერი და ფრიდრიხ მერცი ავსტრალიაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურებიან

ხანუქა ზეიმის და სიხარულის დრო უნდა იყოს. ამაზრზენია ის ამბავი, რომ ბონდის სანაპიროზე მომხდარი თავდასხმა ხანუქას ღონისძიებაზე შეკრებილი ებრაელი ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმა იყო, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო ყოველთვის ავსტრალიისა და ებრაული თემის გვერდით იდგება.

თავდასხმას ეხმაურება გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერციც და აცხადებს, რომ მომხდარით „აბსოლუტურად შოკირებულია“.

„ეს ჩვენი საერთო ღირებულებების წინააღმდეგ თავდასხმაა. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ანტისემიტიზმს - აქ, გერმანიაში და მთელ მსოფლიოში“, - წერს მერცი.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 29 ადამიანი. თავდასხმა ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ჩატარდება მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს