მიხეილ ყაველაშვილი ლიზ ტრასის განცხადებაზე - ვინც ჯანსაღად აფასებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები ხვდებიან, საიდან მომდინარეობს ქვეყნების, ეროვნული ინტერესების საფრთხე

ვინც ჯანსაღად აფასებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები ხვდებიან, საიდან მომდინარეობს ქვეყნების, ეროვნული ინტერესების საფრთხე,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ტრასმა ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

ყაველაშვილის განცხადებით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალბათ, საკუთარ ქვეყანაზე ფიქრობს და ამიტომაც აკეთებს ასეთ განცხადებას.

„ეტყობა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხშირად გვისმენდა საქართველოს ხელისუფლებას, [ეს ხუმრობით რა თქმა უნდა], თუმცა, ვინც ჯანსაღად აფასებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები ხვდებიან, საიდან მომდინარეობს ქვეყნების, ეროვნული ინტერესების საფრთხე. ამაში ჩვენთვის ახალი არაფერია. ახალი და განსაცვიფრებელი იყო ის, რომ აქამდე მივიდა ეს წარმომადგენლობითი, ყველასთვის სამაგალითო ქვეყნები, როგორც ბრიტანეთია. პრინციპში, იქ იყო ხოლმე პირველად წარმოდგენილი ადამიანის უფლებები, პარლამენტთან დაკავშირებული თემები. ეს ისეთი აუცილებელია ქვეყნისთვის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრიც, რომელსაც უდიდესი ინფორმაცია გააჩნია, ალბათ, საკუთარ ქვეყანაზე ფიქრობს და ამიტომაც აკეთებს ასეთ განცხადებას“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა