მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტს - თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი, მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ის პატიმრები - იმ ადამიანებს, ვისაც თქვენ „სინდისის პატიმრებს“ ეძახით, კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი

თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი, მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ის პატიმრები - იმ ადამიანებს, ვინც დღეს დაპატიმრებული არიან და ვისაც თქვენ „სინდისის პატიმრებს“ ეძახით, კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი - მე პასუხს ვერ და არ გაგცემთ იმაზე, რომ ვინმეს შევიწყალებ დღეს, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რა დროსაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალებას შეეხებოდა.

„თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი, მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ის პატიმრები. მე ვაღიარებ [ჩემს ლეგიტიმურობას]. ამ დამოკიდებულებით, როგორითაც თქვენ მუშაობთ ქართულ მედიასივრცეში, [საზოგადოებას] ნაცარს აყრით თვალებში, თითქოს, ვინმე აღიარებული არ არის - ამ დროს ყველა ბერკეტს ფლობთ იმისთვის, რომ არსებული ხელისუფლების მიღებული კანონმდებლობით იმოქმედოთ და სხვა გზა არ გაქვთ.

შეწყალებასთან დაკავშირებით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეტაპობრივად მე ვახორციელებ ხოლმე შეწყალებებს. შემდეგი შეწყალება, ალბათ იქნება ნათლისღებისთვის.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც დღეს დაპატიმრებული არიან და ვისაც თქვენ „სინდისის პატიმრებს“ ეძახით, კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი. ასევე არის პოლიტიკური მოტივი, რის გამოც, ეს ადამიანები იყვნენ მოტყუებული, დღემდე მოტყუებულ პროცესში არიან, ვერ აცნობიერებენ და ანალიზს ვერ აკეთებენ.

მოტყუებული ადამიანები, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის გამო გამოიყვანეთ და მაგის გამო გინდოდათ, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოგეხდინათ. [აშშ-ის] ახალმა ადმინისტრაციამ დღეს თავად გააუქმა ის ორგანიზაციები, რომლითაც იკვებებოდა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის გამოც თქვენ საქართველოში რევოლუციის მოწყობა გინდოდათ. ეს იმ ახალგაზრდებმა უნდა გაითავისონ, რომლებიც მოტყუებული არიან და ყოველდღე დაგყავთ [აქციაზე] და იმ ადამიანებმა, რომლებიც ციხეში არიან. აღიარონ თავიანთი შეცდომები და ამის მიხედვით დავაკვირდებით მოვლენებს. მე პასუხს ვერ და არ გაგცემთ იმაზე, რომ ვინმეს შევიწყალებ დღეს“, - განუცხადა ყაველაშვილმა ჟურნალისტს.

ამასთან, ყაველაშვილმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ბელარუსში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ასევე კითხვას, „რა განსხვავებაა საქართველოსა და ბელარუსს შორის მაშინ როდესაც „პოლიტიკური პატიმრების“ საკითხი ორივე ქვეყნის შემთხვევაში საერთაშორისო განხილვის დღის წესრიგში დგას“.

მისი თქმით, ორ ქვეყანას ძალიან ბევრი განსხვავება არსებობს.

„საქართველოსა და ბელარუსს შორის შემიძლია ძალიან ბევრი განსხვავება დაგისახელო: ბუნებით, ჰაერით, ტემპერატურით, პოლიტიკური შეხედულებით და ძალიან ბევრი განსხვავება არსებობს. პოლიტიკურად როგორ არ არის განსხვავება - ის საპრეზიდენტო ქვეყანაა, ჩვენ საპარლამენტო. ბევრი რაღაც არის განსხვავებული. თქვენ დავალების მომცემი ძალების კითხვებს სვამთ... თქვენ თავად გაავლეთ პარალელი, რომ ჩვენ ბელარუსი ვართ - ეს არ გითქვამთ, მაგრამ მიმანიშნეთ, რომ იგივე მდგომარეობაა, რაც ბელარუსში, იქ აიძულეს ან მოლაპარაკება მოხდა, რომ პატიმრები გაათავისუფლაო. მე არ ვთვლი რომ ჩვენ ერთნაირ მდგომარეობაში ვართ“, - განუცხადა ყაველაშვილმა ჟურნალისტს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ