ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იარაღის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას მოითხოვს

ბონდი-ბიჩზე მომხდარი სროლა ბნელი დღეა ავსტრალიის ისტორიაში, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება, რომლის დღის წესრიგში იარაღის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაც იქნება.

„ეროვნული კაბინეტის სხდომის დღის წესრიგში შევიტან იარაღის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების საკითხს, მათ შორის იმ იარაღის რაოდენობის შეზღუდვას, რომლის გამოყენება, ან ლიცენზირება ფიზიკურ პირებს შეუძლიათ“, - აღნიშნა ალბანეზემ.

მისი თქმით, ავსტრალიის მთავრობა ეროვნულ კაბინეტს წარუდგენს წინადადებას, რომელიც უწყებებს უფლებამოსილებას მისცემს, შეისწავლონ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ სფეროში.

შეგახსენებთ, გუშინ სიდნეიში, ბონდი-ბიჩზე ორმა შეიარაღებულმა პირმა თავდასხმა განახორციელა. რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს