ვიზიტორების ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა იმედი L-სგან

2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაზღვევა სავალდებულო ხდება. ახალი რეგულაციის მიხედვით საქართველოში შემოსვლისას ტურისტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა, რომლის მინიმალური სადაზღვევო თანხა არანაკლებ 30 000 ლარია, ხოლო პოლისის მოქმედების ვადა ვიზიტორის საქართველოში ყოფნის მთელ პერიოდს უნდა მოიცავდეს.

სადაზღვევო კომპანია იმედი L-მა, სპეციალურად უცხოელი ვიზიტორებისთვის ახალი პროდუქტი შექმნა და ტურისტებს საქართველოში ყოფნისას მათზე მორგებულ დაზღვევას სთავაზობს.

,,პროდუქტი სრულად არის მორგებული უცხოელი ტურისტების საჭიროებებზე და კანონით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას შეესაბამება. ამ პროდუქტის ხელმისაწვდომობის გაზრდით და გამარტივებით, გვსურს საქართველოში მოგზაურობისას უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა თავი უფრო მშვიდად და დაცულად იგრძნონ. მოგზაურისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიულ ფაქტორსაც, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ იმედი L-ის ფართო პროვაიდერთა ქსელი და კლინიკებზე ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდ უპირატესობას გვაძლევს. - ამბობენ იმედი L-ში.

ვიზიტორების დაზღვევის პოლისი გათვალისწინებულია, როგორც მოკლევადიანი ვიზიტებისთვის, ისე იმ უცხოელებისთვის ვინც საქართველოში დიდი ხნით აპირებს დარჩენას.

გარდა სავალდებულო გადაუდებელი დაფარვებისა, პროდუქტი ვიზიტორი ითვალისწინებს მრავალფეროვან სამედიცინო სერვისებს, მათ შორის ოჯახის ექიმის მომსახურებას, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ დაფარვებს.

როგორც იმედი L-ში აცხადებენ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით იმედი L აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ტურისტულ და ჰორეკა ბიზნესის წარმომადგენლებთან. კომპანია პარტნიორებს მოქნილ პირობებს სთავაზობს, როგორც ფასის კუთხით, ასევე საკომისიო ანაზღაურებას, პოლისების შექმნის მარტივ ონლაინ პლატფორმას და სადაზღვევო შემთხვევების დროს სწრაფ მომსახურებას.

ვიზიტორების დაზღვევის შეძენა, მომხმარებელს ონლაინ - იმედი L-ის ვებგვერდზე - imedil.ge/visitors-insurance/ge, რამდენიმე წუთში შეუძლია. დაზღვევის გააქტიურება შესაძლებელია პარტნიორ ტურისტულ და საბროკერო კომპანიებსა და იმედი L-ის ფილიალებში.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ