ნინო წილოსანი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთ სიცრუეს მოვისმენთ - ბრიუსელს გაცილებით მეტი საზრუნავი უნდა ჰქონდეს, ვიდრე წარმატებული საქართველოს კრიტიკა და ლანძღვაა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთ სიცრუეს და დეზინფორმაციას მოვისმენთ - ეს შეხვედრაც საქართველოს წინააღმდეგ დარტყმებისთვის იქნება გამოყენებული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ევროკავშირს და მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს გაცილებით უფრო მეტი საზრუნავი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე წარმატებული საქართველოს კრიტიკა და ლანძღვაა“.

„ჩვენ ვხედავთ ამერიკის პრეზიდენტის თუ მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს იმ სამწუხარო რეგრესზე, რასაც ევროკავშირი განიცდის. ბიუროკრატია ემსახურება არა ევროპელ ხალხს და წევრ სახელმწიფოებს, არამედ სულ სხვა მიზნებს. ამიტომ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთ სიცრუეს და დეზინფორმაციას მოვისმენთ. თუ ამ ადამიანებს რეალურად აინტერესებთ, სიტყვის თავისუფლება არის თუ არა, დემოკრატია როგორ მუშაობს, ობიექტურ კვლევებს და რეიტინგებს უნდა გაეცნონ, რომლებიც მათივე ინსტიტუციების მიერ კეთდება და ალბათ, უფრო სანდო იქნება მათი განცხადებები. ამ შემთხვევაშიც ეს შეხვედრა საქართველოს წინააღმდეგ დარტყმებისთვის იქნება გამოყენებული და რისთვის ურტყამენ საქართველოს ესეც ალბათ, ყველასთვის ნათელია,“ - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს