რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვაგრძელებთ, ქვეყნის ევროპული მომავლის გვჯერა - ისიც მართალია, რომ დღეს ამ მომავლისთვის უფრო მეტს იბრძვის ხალხი, ვიდრე ხელისუფლება

რუმინეთი არის პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა საქართველოსთან და ამ სტრატეგიულ პარტნიორობას ვაგრძელებთ, რადგანაც გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ტოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე „ევროსკოპის“ მიერ საქართველოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ისიც მართალია, რომ დღეს, მოცემულ მომენტში საქართველოს ევროპული მომავლისთვის უფრო მეტს იბრძვის და მეტი წვლილი შეაქვს ხალხს, ვიდრე ინსტიტუტებს, პოლიტიკურ და ცენტრალურ ხელისუფლებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ასევე საქართველოს საზოგადოების მედეგობის ნიშანი და ფაქტია, რომ საჭიროა დიალოგის გაგრძელება და ინვესტიციების დაბანდება საქართველოს ევროპულ გზაში”, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, შეშფოთებულები არიან რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყანაში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო.

„ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ უფრო მეტად და უნდა ვიყოთ ერთ მხარეს, როდესაც შავი ზღვის საკითხს განვიხილავთ. ცხადია, ამ გაგებით, შეშფოთებულები ვართ საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენების გამო“, - განაცხადა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს