4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ავთანდილ სურმანიძე - რიტორიკული კითხვა მაქვს, ეს ადამიანები თუ გამართლდნენ, მერე რა ხდება, 9 თვე ციხეში გამოკეტვის შემდეგ?

რიტორიკული კითხვა მაქვს, ეს ადამიანები თუ გამართლდნენ, მერე რა ხდება, 9 თვე ციხეში გამოკეტვის შემდეგ? - ამის შესახებ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ავთანდილ სურმანიძემ განაცხადა.

მან დღევანდელ პროცესზე სიტყვით ორჯერ ისარგებლა.

„მე პროფესიით იურისტი არ ვარ... უსამართლოა, როცა ჯგუფურობას გვედავებიან. რამე დამდასტურებელი ფაქტები ხომ უნდა იყოს, პროკურორს ვთხოვ, ერთი ფაქტი მაინც მოიტანოს, რომელიმე ბრალდებულთან კავშირი თუ მექნება, ან ვიცნობდი თუ არა რომელიმეს. ამ ბრალდებულებს არასდროს შევხვედრივარ, ჩემი სურვილით ჩამოვედი, არავის ჩამოვუყვანივარ. რიტორიკული კითხვა მაქვს, ეს ადამიანები თუ გამართლდნენ, მერე რა ხდება, 9 თვე ციხეში გამოკეტვის შემდეგ? ადამიანებმა С ჰეპატიტი აიკიდეს, ფსიქოლოგიურ წნეხში არიან", - განაცხადა სურმანიძემ.

მან მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს სთხოვა, რომ ორსათნახევარია სხედან და თუ შეიძლებოდა, შესვენება გამოეცხადებინა, რაზეც მას მოსამართლემ უპასუხა, რომ ისიც ამდენივე ხანია, მათთან ერთად იმყოფება სხდომაზე.

„კი ბატონო, ერთად წავიდეთ",- მიმართა სურმანიძემ მოსამართლეს.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის განცხადებით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ბრალდების მხარისგან დღევანდელ პროცესზე თითოეული ბრალდებულის თითოეულ ქმედებასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად მოისმენდა პოზიციებს.

შემდეგი სხდომა 13 იანვარს, 11:00 საათზე ჩატარდება.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.

ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ