ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის მთავრობა დანიშნა.
მედიის ინფორმაციით, ბაბიში მინისტრებს თანამდებობებზე დღესვე წარადგენს. ჩეხეთის ახალი ვიცე-პრემიერები იქნებიან კარელ ჰავლიჩეკი, ალენა შილეროვა, პეტრ მაჩინკა და იარომირ ზუნა.
მინისტრთა კაბინეტში ბაბიშის პარტია ANO-ს რვა თანამდებობა ექნება, „მოტორისტებს“ – ოთხი, ხოლო პარტიას “თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია” -3.
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ანრეი ბაბიში 9 დეკემბერს დანიშნა. კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში პარტია ANO-სთან ერთად მემარჯვენე ევროსკეპტიკოსი პარტიების, „მოტორისტებისა“ და „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატიის“ წევრებიც შედიან.
ოქტომბერში ჩატარებულ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-მ ამომრჩეველთა ხმების 34.5%-ით პირველი ადგილი დაიკავა.