დავით მათიკაშვილი - არანაირი გვერდითი გზები საჭირო არ არის, არასამთავრობო ორგანიზაციებს თავისუფლად შეუძლიათ დაფინანსების მიღება, უბრალოდ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებამ იცოდეს, რისთვის შემოედინება თანხები საქართველოში

ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია უნდა დაუბრუნდეს იმ ღირებულებებს, რის გარშემოც ევროკავშირი შეიქმნა - სამწუხაროდ, ჩვენ აშკარად და თვალნათლივ ვხედავთ იმ ძალიან დიდი უფსკრულს, რომელიც ევრობიუროკრატიის და არაფორმალური მმართველობების სურვილებით, ზოგადად, დემოკრატიას და ევროჩინოვნიკებს შორის გაჩნდა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული სახელმწიფოების ხალხის ნება-სურვილი და ბრიუსელის ნება-სურვილი ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

„ამაზე უკვე ძალიან ხმამაღლა, ხშირად თვითონ ამ ქვეყნების წარმომადგენლები საუბრობენ. განსაკუთრებით, შეერთებული შტატებიდან არსებული კრიტიკის შემდეგ მოხდა ერთგვარი გაშიშვლება იმ სამწუხარო რეალობისა, რაც არის ევროკავშირის მიერ საკუთარ თავზე დაწეული იმ მრუდე დღის წესრიგით, რაც გააჩნია სახელმწიფოთა ამ გაერთიანებას.

რაც შეეხება [არასამთავრობო ორგანიზაციების] დაფინანსებას და ა.შ. - მერამდენედ უნდა აღიარონ, რომ ევროკავშირიდან კანონის გვერდის ავლით რაღაც ფორმით რადიკალიზმის წახალისების მცდელობა იყო, არის და სამწუხაროდ, გრძელდება. არადა, ძალიან მარტივია მოცემულობა - არანაირი გვერდითი გზები საჭირო არ არის. საქართველოში მოქმედებს საკანონმდებლო სივრცეები, რომლითაც ძალიან თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერი დაფინანსება, უბრალოდ, ეს თანხები უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის შემოედინება საქართველოში თანხები. მეტი არაფერი. ამის საპირისპიროდ, ევროკავშირიდან გვესმის ძალიან სამწუხარო მსჯელობა, რომ თურმე, კანონიერი გზები კი არა, უკანონო გზები არის მათი მხრიდან მოსაძებნი იმისთვის, რომ კვლავ წაახალისონ რადიკალიზმი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ევროსკეპტიციზმის გაღვივების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს