შალვა პაპუაშვილი - თითქოს საქართველო იყო პირველი მსოფლიო ომის წამომწყები, დიდი მონაწილე, ან ქიმიური იარაღი ჩვენი გამოგონილი ყოფილიყოს, ეს ცილისწამება მხილებულ იქნა - საერთაშორისო ინსტიტუტებს თუ ექნებათ კითხვები, ხელისუფლება მზად არის, მიაწოდოს

როდესაც საზოგადოების სახელით საუბრობთ, თქვენი სახელით ისაუბრეთ, საზოგადოებას ნუ ეფარებით და ნუ ცდილობთ ისე წარმოჩენას, თითქოს საზოგადოებას რაღაც უნდა. თქვენ თუ გაინტერესებთ, თქვენი სახელით ისაუბრეთ, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, შალვა კერესელიძეს, რომლის ინიციატივაა დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერს საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანიფესტაციების დაშლის ლეგიტიმურობისა და გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლას ითვალისწინებს.

პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენება ფრაქციის უფლებაა და მათ შეუძლიათ აღნიშნული ინიციატივა პლენარულ სხდომაზე დააყენონ.

"ბატონო შალვა, როდესაც საზოგადოების სახელით საუბრობთ, თქვენი სახელით ისაუბრეთ, საზოგადოებას ნუ ეფარებით და ნუ ცდილობთ, ისე წარმოჩენას, თითქოს საზოგადოებას რაღაც უნდა. თქვენ თუ გაინტერესებთ, თქვენი სახელით ისაუბრეთ. შეგახსენებთ, რომ 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნების დროს, თქვენმა პარტიამ 160 ათასი ხმა მიიღო 7.5-%. წელს, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, მიიღეთ 50 000 ხმა. იმ ხმების მესამედი, რაც მანამდე მიიღეთ. ასე, რომ საზოგადოების სახელით რამდენად შეგიძლიათ საუბარი, თქვენმა ამომრჩეველმა თქვენი პოზიციების გამო გაჩვენათ. ამიტომ, არ არის საჭირო საზოგადოების სახელით საუბარი. თქვენ ხართ ფრაქცია, სუბიექტი, ვისაც შეუძლია დააყენოს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი.

რაც შეეხება ნდობა არ ნდობის საკითხს. ჩატარდა გამოძიება და შესაბამისი შედეგები გასაჯაროვდა. გამოძიება სწრაფად და ძალიან გამჭვირვალედ ჩატარდა. ბევრი ადამიანი გამოიკითხა და შედეგები დაიდო. BBC-ის ცილისმწამებლური ფილმში მთავარი იყო გამოეტანათ “ჰედლაინი”, თითქოს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს საქართველოში, თითქოს საქართველო იყო პირველი მსოფლიო ომის წამომწყები ან დიდი მონაწილე, ან ქიმიური იარაღი ჩვენი გამოგონილი ყოფილიყოს. ეს ცილისწამება მხილებულ იქნა, ეჭვები არავის არ აქვს .

მეორე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა - აგერ არის გამოძიება და შედეგები. რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებს თუ ექნებათ კითხვები, ხელისუფლება მზად არის მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია. ასე, რომ გამოძიება იყო ღია და გამჭვირვალე. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, თქვენი უფლებაა დააყენოთ და ხვალ პლენარულ სხდომაზე გამოიტანოთ, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ